გია ვოლსკი: ხმამაღალი სიტყვებით ჰაერის შერხევა საკმარისი არ არის

საოკუპაციო საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, პარლამენტში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, პაატა ზაქარეიშვილსა და შს სამინისტროს შესაბამის ხელმძღვანელებს უნდა მოუსმინონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, პოლიტიკოსებმა ომის წინაპირობებთან დაკავშირებით სპეკულირების რაიმე შესაძლებლობაც კი, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან.
„აღნიშნული პირებისგან ინფორმაცია უნდა მოვისმინოთ და შემდეგ მომავალზე და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება მივიღოთ. განცხადება აუცილებელია, მაგრამ ხმამაღალი სიტყვებით ჰაერის შერხევა საკმარისი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები