„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის ახალი თარიღი უახლოეს დღეებში შეთანხმდება“

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის ახალი თარიღი უახლოს დღეებში შეთანხმდება.
მისივე თქმით, ვიზიტი იმ მოვლენების გამო გადაიდო, რაც ევროპაში საბერძნეთთან და, ზოგადად, ევროზონასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
“ვიზიტი არ გაუქმებულა, გადაიდო იმ მოვლენების გამო, რაც ახლა ევროპაში საბერძნეთთან და, ზოგადად, ევროზონასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არის მისაღები ბრიუსელში და მისი ყოფნა იქ აუცილებელია. როგორც მისი სამდივნოდან გვაცნობეს, უახლოეს დღეებში ახალი თარიღი შეთანხმდება, რომელიც ძალიან ახლო მომავალში იქნება”, – განაცხადა დონდუამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14-15 ივლისს იყო ჩანიშნული. მაგრამ პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთის კრიზისის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები