პრემიერმა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვასილ ციბენკოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში საქმიანობის 6-წლიანი ვადა ამოეწურა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ვასილ ციბენკო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში 2009 წლიდან მსახურობდა.