ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2521 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი კურსი, 2.2477 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4938 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5145 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0207 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები