გიორგი მარგველაშვილმა კახა კალაძე და შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თერთმეტ თანამშრომელთან ერთად დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „ღირსების ორდენით“, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი თანამშრომელი მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი „ღირსების მედლით“ დააჯილდოვა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები