დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობითი დადასტურება არ მიუღია

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობითი დადასტურება ჯერჯერობით არ მიუღია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობითი დადასტურება ვიზიტის გადადების თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე საუბარია ვიზიტის გარკვეული ვადით გადადებაზე და ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. ვიზიტის პირველ დღეს ბათუმში დაგეგმილი იყო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან, 15 ივლისს კი, თბილისში შეხვედრები – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დონალდ ტუსკი ხურვალეთში ჩასვლას და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ადგილზე გაცნობასაც გეგმავდა.
არსებული ინფორმაციით, ტუსკის ვიზიტი საბერძნეთთან დაკავშირებული ვითარების გამო გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები