დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გადაიდო

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გადაიდო. ევროკავშირის ვებგვერდზე დონალდ ტუსკის დაგეგმილი ღონისძიებების განახლებული გრაფიკი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში ვიზიტი აღარ ფიგურირებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, საუბარია ვიზიტის მცირე ხნით გადადებაზე. საქართველოს უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ვიზიტის გადადების თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღია. საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. ვიზიტის პირველ დღეს ბათუმში დაგეგმილი იყო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან, 15 ივლისს კი, თბილისში შეხვედრები – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დონალდ ტუსკი ხურვალეთში ჩასვლას და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები