მამუკა კაციტაძე: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიული გეზი

 

„რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად რუსეთთან იმ ვითომ ლოიალური, ვითომ კონსტრუქციული, ვითომ დათმობითი პოლიტიკის წარმოების გამოძახილია, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს“, – აღნიშნული განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

კაციტაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოში ოკუპაციას ახორციელებს, მასთან ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი მიუღებელია. მანვე აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი დიალოგი ჟენევის ფორმატს ხელს უშლის.

„მაშინ, როდესაც პერმანენტულად ვითარდება მცოცავი ოკუპაცია, ბატონი აბაშიძე 15 ივლისს კარასინთან ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისთვის შესახვედრად ემზადება. მავთულხლართი გაგიბეს, პერმანენტულად ხალხს იტაცებენ, საუბარია უკვე იმ „საზღვარში“ ბაქო – სუფსის მაგისტრალის მოქცევაზე და ჩვენ ამ დროს მათ ეკონომიკურ საკითხებზე ვესაუბრებით. მიმაჩნია, რომ რუსეთთან სახელმწიფოს სახელით ამ ფორმით დიალოგი აბსოლუტურად არაფრის მომტანია, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ იარაღი საერთაშორისო საზოგადოების სახით. პარალელური ფორმატების არსებობა ხელს უშლის ჟენევის ფორმატს. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიული გეზი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად და მისი ჩართულობით. არსებულ სიუაციაში რუსეთთან არ არსებობს არც ინფრასტრუქტურული, არც სასოფლო – სამეურნეო, არც ბიზნესის და არც კულტურული პროექტი, ყველა პროექტი პოლიტიკურია და ქართულმა მხარემ ასე უნდა შეხედოს ამ საკითხს“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები