ანრი ჯოხაძეს ჯარიმის გადახდის შემდეგ მოსკოვიდან მინსკში დააბრუნებენ
მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელიც მოსკოვში, „დომოდედოვის“ აეროპორტში მესაზღვრეებმა დააკავეს, ჯარიმას გადიხდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ანრი ჯოხაძეს ჯარიმის გადახდის შემდეგ კვლავ მინსკის აეროპორტში დააბრუნებენ.
„საკონსულო დაუკავშირდა აეროპორტის ადმნინისტრაციას. ანრი ჯოხაძე ჯარიმას გადაიხდის და უკან, მინსკში დააბრუნებენ. აღსანიშნავია, რომ „მინსკი-მოსკოვი“ რუსეთისთვის ითვლება შიდა რეისად. როგორც გაირკვა, ეს ინფორმაცია მომღერალმა არ იცოდა და იგი ტერიტორიაზე შევიდა. სწორედ ამიტომ ვერ აღმოჩნდა ანრი ჯოხაძე სატრანზიტო ზონაში. ანრი ჯოხაძე გადაიხდის ჯარიმას და გაუშვებენ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ანრი ჯოხაძე მოსკოვში, „დომოდედოვის“ ვიზის უქონლობის გამო აეროპორტში დააკავეს.
როგორც „კვირას“ ანრი ჯოხაძემ განუცხადა, იგი საქართველოში მოსკოვი – თბილისის რეისით დღის 13.00 საათზე უნდა გამოფრენილიყო. „თბილისში მოვფრინავდი, მინსკიდან მოსკოვში ტრანზიტი უნდა გამევლო და საერთოდ გარეთ აღმოვჩნდი“, – აცხადებს ანრი ჯოხაძე „კვირასთან“ საუბრისას.
იზა შაქარაშვილი