ვახტანგ გომელაური: სადაც საჭირო იქნება, სადაც მეტყვიან, მე იქ დავრჩები

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პრემიერის გადასაწყვეტია, თავად შსს-ში დარჩება თუ უსაფრთხოების სამსახურში გადავა.

“სადაც საჭირო იქნება, სადაც მეტყვიან, მე იქ დავრჩები. თუ აქ იქნება საჭირო, აქ დავრჩები, თუ მეტყვიან – იქით. შეიძლება არსად არ მოვიაზრებოდე, ხომ შეიძლება ეგეც?”, – განაცხადა გომელაურმა.

შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა 1 აგვისტოდან იგეგმება. პარლამენტმა შესაბამისი კანონი სამივე მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები