საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინს პასუხობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება.
როგორც დავით კერესელიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შვეიცარიის საელჩოში საკუთარი ინტერესების სექციაში საქართველოს ექვსი თანამშრომელი ჰყავს, რუსეთს კი – ათი.
მისი თქმით, სწორედ პარიტეტის დარღვევას ასახელებს კერესელიძე მიზეზად, თუ რატომ არ მიესალმება ქართული მხარე რუსეთის კონტინგენტის გაზრდას. “მე ვერ მოგახსენებთ, რატომ გახდა ეს პრობლემა. ის რაოდენობა, რაც იქ არის რუსული მხრიდან, ვფიქრობ, საკმარისია, რათა რუსულმა მხარემ სავიზო საკითხები მოაგვაროს. საქართველოს შემთხვევაში, სულ ერთი ან ორი ადამიანი შეიძლება იყოს დაკავებული საკონსულო ფუნქციებით, ჩვენ მშვენივრად ავუდივართ ნაკადს, ასე, რომ არა მგონია, რუსული მხრიდან პრეტენზია სამართლიანი იყოს”, – განაცხადა კერესელიძემ გრიგორი კარასინის თქმით, საქართველო რუსეთს უფლებას არ აძლევს, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში თანამშრომლები დაამატოს. მისი თქმით, თბილისში ძალიან მცირერიცხოვანი პერსონალი ფაქტობრივად ვერ უმკლავდება დამატებითი მოცულობის სავიზო სამუშაოებს.