შს სამინისტროს წარმომადგენლებსა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის საუბარი შედგა

საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებსა და საოკუპაციო სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შორის საუბარი შედგა. შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძე თქმით, საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი იყო.
მისვე განცხადებით, მიღებულია პირობა, რომ ხურვალეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოყვანილი მოსავლის სრულად აღება ყველანაირი წინაპირობის გარეშე შეეძლებათ.
“საუბარი შედგა საოკუპაციო ძალების ე.წ. სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებთან, მათგან მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა მოსავალს ყოველგვარი პრობლემების გარეშე აიღებს“, – განაცხადა შალვა ენუქიძემ.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები