ბურჯანაძე მოსკოვშია – “საქართველომ ნატოში გაწევრიანება უნდა დაივიწყოს”

მოსკოვთან დაახლოების გულისთვის საქართველომ დასავლეთის კურსზე უარი არ უნდა თქვას, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სჯობს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაივიწყოს. ამის თაობაზე მოსკოვში მყოფმა საქართველოს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რომელიმე ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს. ის, რაც ხდება საქართველოში, როდესაც მთავარი ამოცანა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება სახელდება, არასწორია. ჩვენ ნატოში არავინ გველოდება. ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და საქართველოს ინტერესებში არ შედის“, – აცხადებს ბურჯანაძე.
ბურჯანაძემ კომანტარი გააკეთა ასევე ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.
„მე ძალაიან მეცოდება უკრაინა და უკრაინელი ხალხი, იმიტომ რომ სააკაშვილის და მისი რეფორმების რეალური ფასი ვიცი. მე, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს, მიმაჩნია, რომ ამ დანიშვნით უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს სილა გააწნა. სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულშია ბრალდებული და მეგობარი სახელმწიფოს მიერ ასეთი ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტია“, – აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები