კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძეს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობ ნიკოლსონმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა.

რობ ნიკოლსონმა განსაკუთრებულად აღნიშნა ქართული მხარის მიერ შეტანილი წვლილი ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-კანადას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები