გოგა ხაჩიძე ჩიორა თაქთაქიშვილს მიმართავს: „დამშვიდდი ჩიორა“

„დამშვიდდი ჩიორა. შეეშვი ამ სასაცილო დასკვნების კეთებას“, – ასე მიმართავს ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე კოლეგას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩიორა თაქთაქიშვილს და სტატუსს აქვეყნებს.
გოგა ხაჩიძე, პარლამენტის გუშინდელი სხდომის შესახებ საუბრობს. ყოფილი „ნაციონალი“ გოგა ხაჩიძე ჩიორა თაქთაქიშვილს დემაგოგიაში ადანაშაულებს.
„დღეს, პარლამენტში კენჭისყრის წინა რეგისტრაცია გაიარა 81-მა დეპუტატმა. მათ შორის 3-ნი ვიყავით ჩვენ (პალიკო, გოგი და მე). ვინც არ იცის, კვორუმი 76 დეპუტატია. ანუ ჩვენს გარეშეც (81-3=78) საჭიროზე მეტი რაოდენობა იყო.
გარდა ამისა, კენჭისყრაზე არ გამოდიოდა არც ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი კანონი, რომლის გამოც დეპუტატმა შეიძლება ზოგადად პარლამენტის მუშაობის პროცედურულ პარალიზებაზე იფიქრო. ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა ვფიქრობ, ჩიორა თაქთაქიშვილის დღევანდელ უმწიკვლო დემაგოგიას ზ.ა. საკითხზე, რამე შეფასება უნდა გავუკეთო?… ალბათ, არა… დამშვიდდი ჩიორა. შეეშვი ამ სასაცილო დასკვნების კეთებას. (შენც დამშვიდდი ილო)“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გოგა ხაჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები