ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები დღეიდან დაიწყებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებულების – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ ნაფიცი მსაჯულები საქმის განხილვას დღეიდან დაიწყებენ.
მათი საქმეში ჩართვა თავად ბრალდებულებმა მოითხოვეს. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დაახლობით ერთ თვეში გამოიტანენ და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაკავებულები არიან ზურაბ ჟვანიას დაცვის უფრო კობა ხარშილაძე და დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია.
საქმის განხილვა დღეს, 11:00 საათზე დაიწყება. ბრალდებული ძაძამია გირაოთია გათავისუფლებული, ხოლო ხარშილაძე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები