ჯაზპიანისტი გიორგი მიქაძე სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა მოხალისისთვის კონცერტს გამართავს
ნიუ-იორკში მოღვაწე წარმატებული ქართველი ჯაზპიანისტის – გიორგი მიქაძის ინიციატივით, 13 ივნისის სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა მოხალისისთვის კონცერტი – „გიორგი მიქაძე და მეგობრები მოხალისეებისათვის“ გაიმართება. 10 ივლისს, 20:00 საათზე, გეგეშიძის ბაღში გიორგი დაუკრავს ლევან ჩიჩუა TL-თან, გიორგი მელიქიშვილთან, კახა ჯაგაშვილთან და ლევან დეისაძესთან ერთად.