იურა ბერიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
დღეს 18:00 საათზე, „თი-ბი-სი ბანკი“ და „თი-ბი-სი არტ გალერეა“ გიწვევთ იურა ბერიშვილის პერსონალური გამოფენას გახსნაზე.
იურა ბერიშვილი ე.წ. 80-იანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. გამოფენისთვის ექსპოზიცია ერთი წლის მანძილზე მზადდებოდა და საზოგადოებას ივნისში უნდა ენახა, თუმცა 13 ივნისის ტრაგიკულმა მოვლენებმა ეს თარიღი შეცვალა.
იურა ბერიშვილი მდინარე ვერეს ხეობაში ცხოვრობს. გამოფენის კონცეფციაც შეიცვალა – გალაკტიონის „ივლისისფერი ყინვის თასების“ პერიფრაზიდან „ფენიქსივით გამოფენამდე“.
გამოფენა – ტკივილი, ფიქრი, იმედი და საოცნებო ლანდშაფტებში ხეტიალის შემოთავაზება… გამოფენა 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.