ხადურისთვის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე ეროვნული ბანკის შენიშვნები გაუგებარია

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის შენიშვნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შენიშვნები აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია.
ხადურის განცხადებითვე, მისთვის გაუგებარია, ეროვნული ბანკი ურჩევდეს მთავრობას და პარლამენტს, რომ გადასახადები გაიზარდოს. „ეს დასკვნა, სამწუხაროდ, ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, დასკვნის ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისათვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადი. სიმართლე გითხრათ, არ მესმის ეროვნლი ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მთავრობას და პარლამენტს ურჩიოს გადასახადების გაზრდა“, – დასძინა ხადურმა.
2015 წლის შემცირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომას პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს გამართავს. შემუშავდება დასკვნა 2015 წლის ბიუჯეტის შეცვლილ პროექტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები