ვაშინგტონის შტატში გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ვაშინგტონის შტატში, სნოკუალმის მთაზე ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად. ერთ-ერთი ტურისტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
როგორც გამოცემა Seattle Times-ი იტყობინება, დაშავებულებს აქვთ თავის ტრავმები და სხეულის ჭრილობები. ტრაგედიის მიზეზი უჩვეულო სიცხეა, რომელიც ამჟამად ამ რეგიონში არსებობს.
ადგილობრივმა პოლიციამ უკვე გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომელიც ტურისტებს მოუწოდებს ამ ადგილისგან თავი შორს დაიჭირონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები