საბერძნეთის ახალ ფინანსთა მინისტრად ევკლიდ ცაკალოტოსი დაინიშნა

ბერძნულმა მედიამ ქვეყანაში ფინანსთა ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამ პოსტზე ევკლიდ ცაკალოტოსი დაინიშნა, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ინფორმაციას ბერძნული რადიო Skai ავრცელებს.
საბერძნეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი იანის ვარუფაკისი თანამდებობიდან დღეს გადადგა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბერძნეთს და კრედიტორებს შორის შეთანხმების მიღწევას ხელს შეუწყობს, ვინაიდან ევროჯგუფის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე მისი დასწრება არასასურველად ჩათვალა.
შეგახებებთ, რომ 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის 61 პროცენტი საერთაშორისო კრედიტორების პირობებს არ დასთანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები