იემენის დაბომბვის შედეგად 30 ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა

საუდის არაბეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იემენის ჩრდილო-დასავლეთში ერთ-ერთ ბაზარზე იერიში მიიტანეს. ავიადარტყმის შედეგად 30 ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეტევა ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ბაზარზე განხორციელდა, სადაც იმ მომენტში ბევრი მშვიდობიანი პირი იმყოფებოდა. ათობით ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს კოალიციის თვითმფრინავებმა შეცდომით იერიში მიიტანეს გაეროს განვითარების პროგრამის UNDP შენობაზე ქალაქ ადენში.
შენობა სერიოზულად დაზიანდა, ხოლო დაცვის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ეს ფაქტი გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები