ხაბაროვსკის მხარეში რუსული ბომბდამშენის კატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა

ხაბაროვსკის მხარეში „სუ-24“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. კატასტროფის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა. „თვითფრინავმა კატასტროფა მოსკოვის დროით 14.35-ზე განიცადა. ავარია თვითმფრინავის აფრენისას მოხდა. პილოტები დაიღუპნენ. „სუ-24“ დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა და მიწაზე ამას ნგრევა არ გამოუწვევია“, -ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. . ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკვე ხუთი საბრძოლო მანქანა დაკარგეს – ერთი „სუ-24“, ორი „მიგ-29“, ერთი „სუ-34“ და ერთი „ტუ-95“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები