ოდესის ახალ პოლიციას ამერიკელები გაწვრთნიან
ოდესის ახალ პოლიციას ამერიკელი სამართალდამცველები გაწვრთნიან. ამის შესახებ შეთანხმებას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხელ სააკაშვილმა და უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ჯეფრი პაეტმა მიაღწიეს.
„ამერიკელი პოლიციელები კალიფორნიიდან ოდესის ახალ პოლიციას გაწვრთნიან. ამის შესახებ მე და აშშ-ს ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაეტი შევთანხმდით“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
გარდა ამისა, გუბერნატორის თქმით, აშშ სააკაშვილის ახალ გუნდს ხელფასისთვის თანხების გამოყოფას დათანხმდა, რაც ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილია.
პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის გუნდს ოდესის გუბერნატორის პოსტზე აშშ დახმარებას აღმოუჩენს, ცოტა ხნით ადრე იყო მიღებული.