ციპრასმა და ოლანდმა შექმნილი ვითარება სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატელეფონო საუბრის დროს შექმნილი ვითარება განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ეს საუბარი 5 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შედგა.
სატელეფონო საუბარი საბერძნეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ციპრასის და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მოლაპარაკების შესვენების დროს შედგა.
შეგახსენებთ, რომ საბოლოო მონაცემებით კრედიტორების მიერ შემოთავაზებული პირობების წინააღმდეგ საბერძნეთის მოსახლეობის 61,31% -მა მისცა ხმა, მომხრე 38,69%-ია. კრედიტორები საბერძნეთისგან საპენსიო რეფორმის ჩატარებას და საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითხოვდნენ. ეს მოთხოვნები ათენისთვის ახალი კრედიტების გამოყოფის წინაპირობას წარმოადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, საბერძნეთი შეიძლება ევროზონიდან გააძევონ. ეს გადაწყვეტილება ასევე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითრებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საბანკო სფერო ისედაც სერიოზული პრობლემების წინაშე დგას – სხვა პრობლემებთან ერთად იქ ნაღდი ფულის კატასტროფული დეფიციტი ფიქსირდება.