ინდოეთში 17 წლის გოგონამ თავი მოიკლა, ვინაიდან სახლში ტუალეტი არ ჰქონდა
17 წლის გოგონამ ინდოეთში თავი მოიკლა. NDTV-ის ცნობით, ეს, სავარაუდოდ, იმის გამო მოხდა, რომ გოგონას მშობლები სახლში ტუალეტის აშენებაზე უარს ამბობდნენ.
ინდოეთის შტატ ჯარკხანდის ბოლო კლასის მოსწავლე გოგონას ტყეში და მინდორში მოსაქმება ერიდებოდა და მშობლებს არაერთხელ სთხოვა, რომ სახლში ტუალეტი აეშენებინათ. ოჯახმა კი საკანალიზაციო სისტემის მოწყობის ნაცვლად მისი ქორწილისთვის ფულის შეგროვება გადაწყვიტა.
ამ შემთხვევას ინდოეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინდოეთის პარლამენტის წევრებმა ქვეყანაში საცხოვრებელ სახლებში ტუალეტების პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება მოითხოვეს.