მარიუპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი დაიჭრა. ისინი აფეთქების უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდნენ.
ორივე დაშავებულმა ნამსხვრევებით მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთს თვალი დაუზიანდა.
სამართალდამცველმა ორგანოებმა აფეთქების ადგილას ლითონის ნაჭერი იპოვეს, გარდა ამისა, აფეთქების შედეგად ღრმული გაჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. მიმდინარეობს მომხდარის ყველა დეტალის შესწავლა.