დედის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას სამი ბავშვი ემსხვერპლა
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ახალგაზრდა ქალმა, რომელიც, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მეორე ცოლის შერთვას ეწინააღმდეგებოდა, თვითმკვლელობა სცადა. ის არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად წყალში გადახტა. შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, ხოლო დედა გადარჩა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად ქალი საავადმყოფოში იმყოფება. მეორე ცოლის შერთვასთან დაკავშირებით მუსულმანურ სამყაროში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ასე მაგალითად, შუა აზიაში, მათ შორის ტაჯიკეთში, მრავალცოლიანობა საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია.