რუსეთში ვერტმფრენი გაუჩინარდა

რუსეთში გასულ ღამეს ვერტმფრენი „მი-8“ გაუჩინარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში მოხდა.
„ვერტმფრენი “მი-8“ ქალაქ ნიჟნევარტოვსკიდან ქალაქ სურგუტში მიფრინავდა. წინასწარი ინფორმაციით, მის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. საჰაერო ხომალდის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს და სხვა საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენს როგორც ჰაერიდან, ასევე სამი ქვეითი ჯგუფი ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები