სპექტაკლის „იგი“ პრემიერა გაიმართება
3, 4 და 5 ივლისს, 20:30 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „მოძრაობის თეატრში“ („მუშტაიდის ბაღში“ დ.აღმაშენებლის 182.) სპექტაკლის „იგი“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი რეჟისორმა კახა ბაკურაძემ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგი“-ს მიხედვით დადგა. „მოძრაობის თეატრის“ დასი მაყურებელს პანტომიმით, აკრობატული ილეთებითა და ცოცხალი მუსიკით გაჯერებულ სპექტაკლს წარმოუდგენს.