Volkswagen-ის ქარხანაში რობოტმა მუშა მოკლა

Volkswagen-ის ქარხნის მუშა მას შემდეგ დაიღუპა, რაც კონტროლიდან გამოსულმა რობოტმა მას მკერდში მანიპულატორი ჩაარტყა და რკინის პლასტინაზე მიაჭყლიტა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც მუშა რობოტს აპროგრამებდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს. „ფაინენშალ ტაიმსის“ ინფორმაციით, ასეთი ინციდენტები საკმაოდ იშვიათად ხდება. როგორც წესი, რობოტები საწარმოებში ადამიანებისგან შორს არიან განლაგებულები შესაძლო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები