ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მიწისძვრა სინძან-უიგურის ავტონომიურ რაიონში მოხდა. მიწისძვრის მაგნიტუდა 6,5-ს შეადგენდა და მისი გამომწვევი წყარო 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. პირველი ბიძგის შემდეგ რამდენიმე განმეორებითი, უფრო სუსტი ბიძგი დაფიქსირდა. სინძანის ავტონომიური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ურუმჩი, რომლის მოსახლეობა 258 ათას ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები