ფილიპინებში ბორნის ამობრუნების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 19 უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ფილიპინებზე კატასტროფა განიცადა ბორანმა Kim Nirvana, რომლის ბორტზე 173 ადამიანი იმყოფებოდა. 36 ადამიანი დაიღუპა და 19 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დანარჩენი მგაზავრები და ეკიპაჟის წევრები მაშველებმა გადაარჩინეს.
გემი ქალაქ ორმოკლიდან კუნძულ კამოტესზე მიდიოდა. ის პორტიდან გასვლის შემდეგ რამდენიმე წუთში ამობრუნდა და ჩაიძირა.
ამჟამად სამაშველო ოპერაცია, ასევე ავარიის მიზეზები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები