Russia Today – აშშ-ს უშიშროების ეროვნული სააგენტოს ჯაშუშური პროგრამა Google-ის სამძებრო სისტემაზე რთული არ არის
სპეციალური პროგრამის XKEYSCORE-ის მეშვეობით, რომელსაც ჯაშუშობისთვის აშშ-ს უშიშროების ეროვნული სააგენტო იყენებს, ინტერნეტის მომხარემებლთა მიმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღება ისეევ მარტივია, როგორც Google-ის სამძებრო სისტემის მეშვეობით. როგორც Russia Today იუწყება, პროგრამა XKEYSCORE-ის არსებობის შესახებ, რომელსაც შეერთებული შტატების უშიშროების ეროვნული სააგენტო მთელ მსოფლიოში ადამიანებზე ჯაშუშობისთვის გამოიყენებდა, აშშ-ს სპეცსამსახურების თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისგან გახდა ცნობილი. იმისთვის, რომ პროგრამა XKEYSCOREის მეშვეობით ამა თუ იმ პირზე ინფორმაცია შეგროვდეს, აუცილებელია პიროვნების ელექტრონული პოსტის, სატელეფონო ნომრისა და სახელის ცოდნა, რაც მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.