დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმების ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, არ არის ლოგიკური, რომ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა ჯიჰადისტების პოზიციები მხოლოდ ერაყში დაბომბონ და, ამასთანავე, სირიაში ანლოგიური ქმედებებისგან თავი შეიკავონ. ახლა მინისტრი შეეცდება, თავისი პოზიციის სისწორეში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები დაარწმუნოს.
შეგახსენებთ, რომ ერაყსა და სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა და ამ ორ ქვეყანაში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა. დასავლეთის ქვეყნებში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, რომ მხოლოდ საჰაერო იერიშები ისალმისტების პოზიციებზე საკმარისი არ არის. კერძოდ, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები