რიჩარდ ნორლანდი ანა გოგუაძეს მადლობას უხდის
საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ანა გოგუაძეს მორიგ ფოტოგამოფენას ულოცავს, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ნორლანდი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ხელოვანმა გამოფენის შედეგად შემოსული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა.
„ვულოცავთ ანა გოგუაძეს! პარიზში გადაღებული მისი შესანიშნავი ფოტოების გამოფენა ამ კვირას, თბილისში გაიმართა. ღონისძიება განსაკუთრებული გახადა ანას გადაწყვეტილებამ, შემოსული თანხა თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთათვის გადაეცა. გვიხარია, რომ მომავალი პროექტისთვის ანა ნიუ-იორკში გამგზავრებას გეგმავს!“ – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთვებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში 29-30 ივნისს ანა გოგუაძის რიგით მეხუთე ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენა-გაყიდვით შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება. გამოფენაზე ხელოვანმა „პარიზული გაზაფხულის“ 25 ფოტო წარადგინა.