„რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო, იმ ადამიანებს, რომელთაც კრედიტები ლარში აიღეს, პროცენტი გაუძვირდებათ“

რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო იმ ადამიანებს, რომელთაც კრედიტები ლარში აქვთ აღებული, პროცენტი გაუძვირდებათ, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ ისაუბრა.
ექსპერტის მოსაზრებით, რეფინანსირების პროცენტის გაზრდა ეროვნულ ბანკს ინფლაციის რისკმა აიძულა.
„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების პროცენტი შეცვალა და 5,5% გახდა. ფული გაძვირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ 7 000 ადამიანს, რომელთაც კრედიტები აქვთ აღებული ლარში და მათი პროცენტები მიბმულია ამ რეფინანსირების პროცენტზე, მათ კრედიტები 50 საბაზისო პუნქტით გაეზრდებათ. ეროვნულმა ბანკმა ეს ინფლაციის შიშის გამო გააკეთა. ინფლაციის გაზრდის რისკები არსებობს, ინფლაციაზე სიგარეტისა და საწვავის ფასების ზრდაც იმოქმედებს. ინფლაციის რისკმა აიძულა ეროვნული ბანკი, რომ პროცენტი გაეზარდა“,- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები