აშშ-ში პოლიციელებმა მამაკაცი მოკლეს, რომელიც იარაღით იმუქრებოდა (ვიდეო)

აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ პალესტინის პოლიციის სამმართველომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც პოლიციის მიერ შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდაციაა გადაღებული.
პოლიციელები ქალაქის რესტორანში გამოძახებაზე მივიდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი ლუდის მოპარვაში იყო ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა 47 წლის ჯეიმს ბუშს საბუთების შესამოწმებლად გარეთ გასვლა შესთავაზეს.
თავდაპირველად ის წყნარად გავიდა პოლიციელებთან ერთად, მაგრამ გარეთ გასვლის შემდეგ ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო. სწორედ ამ დროს დაუწყეს პოლიციელებმა მას სროლა.
მრავალრიცხოვანი ჭრილობების შედეგად ჯეიმს ბუში ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები