„თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარი ღიაა“

მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარი ღიაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “თი-ბი-სი” ბანკის სათაო ოფისში განაცხადა, სადაც მან საქართველო-იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გახსნა.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ენერგეტიკულ განვითარებაზე.
“ენერგეტიკული მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარგი ღიაა და მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჩადებული ინვესტიცია მაქსიმალურად დაცული და ხელშეუხებელი იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა “თი-ბი-სი” ბანკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ბანკი აქტიურადაა ჩართული საქართველოს ენერგეტიკული განვითარების პროცესში.
როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, ასევე კვალიფიციურ და კონკურენტულ სამუშაო ძალას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები