ოდესის ცენტრში რესტორანი ააფეთქეს

ოდესის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან აფეთქება გაისმა. ინციდენტი ჟუკოვსკის ქუჩაზე დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორნის კართან იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად შესასვლელი კარი და ძირითადი დარბაზი დაზიანდა. გამოცემა „ტაიმერის“ ინფრომაციით, არავინ დაშავებულა.
აღნიშნული რესტორანი ტერორისტების სამიზნე ადრეც ყოფილა. 22 თებერვალს, ღამით გამნაღმველებმა აქ დამონტაჟებული ბომბი გააუვნებელყვეს. ამავე წყაროს ცნობით, ანგელოვების ოჯახი, რომელსაც რესტორანი ეკუთვნის, უკრაინის ჯარის დასახმარებლად მოხალისეთა მოძრაობებში აქტიური მონაწილეობით არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები