ჩრდილოეთ ოსეთში ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ერთი დაშავებული გარდაიცვალა

ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონის სოფელ ძუარიკაუში გაველურებული ძაღლი ადგილობრივ მაცხოვრებლებს თავს დაესხა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ძაღლი 67 წლის ადგილობრივ მკვიდრს – გიორგი ლაგკოევს დაესხა თავს. ხმაურზე სახლიდან მისი შვილი გამოვარდა და მათ ძაღლის შემოტევის მოგერიება შეძლეს. ამის შემდეგ ცხოველმა 77 წლის მიხეილ მარგიევი დაკბინა. მის დასახმარებლად სახლიდან ძმა და ქალიშვილი გამოვარდნენ, მაგრამ ძაღლი მათაც დაესხა. ამ დროს ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ძაღლი მოკლეს.

მიხეილ მარგიევი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ძაღლმა მას თეძოს მიდამოებში არტერია დაუზიანა. კიდევ ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. ამჟამად პოლიცია ძაღლის პატრონის ვინაობის დადგენას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები