საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

გვაზავას თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონში იწვიმებს.

“კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი გაგრძელდება, ზოგან იქროლებს ქარი 10-15 მეტრი წამში. ხვალ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მაგრამ მომდევნო დღეებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. სანაპირო რაიონებში ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები