ირაკლი ღარიბაშვილი ინდონეზიის პრეზიდენტს თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.

„უდიდესი მწუხარებით შევიტყვეთ ინდონეზიაში, მედანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავი. მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ინდონეზიის მთავრობასა და ხალხს. ამ მძიმე წუთებში, ჩვენ ვდგავართ მეგობარი ინდონეზიელი ხალხის გვერდით და თანავუგრძნობთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უღრმესი სამძიმარი და გულწრფელი თანადგომა“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის ქალაქ მედანში სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავის C-130-ის კატასტროფის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა.

Hercules C-130-ის ბორტზე 101 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები