მსოფლიო დონის ფსიქოლოგი მადიტა დისკჰუტი „ენ – ელ – პე ქოუჩინგ“ -ის 10-დღიან ტრენინგს გამართავს

მსოფლიო დონის გერმანელი ფსიქოლოგი მადიტა დისკჰუტი თბილისს „ენ-ელ-პე ქოუჩინგის“ ტრენინგის ჩასატარებლად უკვე მესამედ ეწვევა.

ამის შესახებ „კვირას“ ხათუნა მუზაშვილის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა მუზაშვილმა განუცხადა და მადიტა დისკჰუტისა და ზოგადად „ენ-ელ-პე ქოუჩინგ“ ტრენინგის შესახებ დეტალურად ესაუბრა.

„მადიტა დისკჰუტი გახლავთ მსოფლიო დონის ფსიქოლოგი. მას ფსიქოლოგიაში მუშაობის რამდენიმე ათწლიანი პრაქტიკა აქვს. მადიტა მთელს მსოფლიოში მოგზაურობს. იმისათვის, რომ იგი მოვიწვიოთ, წელიწად-ნახევრით ადრე ხდება ჩაწერა. 12 წლის წინ, მაშინ, როდესაც საქართველოში ფსიქოლოგიის ტრენინგის გაგება ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და არ იყო ასეთი მოდური, როგორიც ახლა, პირველად ჩვენ შემოვიტანეთ. მოსკოვიდან აკადემიკოს ნორბეკოვის სასწავლო გამაჯანსაღებელი სისტემით დავიწყეთ, რომელიც მოიცავს საკუთარ თავზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპს, მათ შორის წარმატების ფსიქოლოგიასაც და ეს ტრენინგები დღესაც მიმდინარეობს ჩვენს ტრენინგცენტრში. პერიოდულად ვიწვევთ ხოლმე ცნობილ ფსიქოლოგებს და სულ მინდა, ჩამოვიტანო ისეთი ტრენინგი, რომელიც საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. განსხვავებული ან ხარისხობრივად განსხვავებული. მადიტას დავუკავშირდით სწორედ ამ თემაზე. მან გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ჩაეტარებინა „ენ – ელ – პე ქოუჩინგ“ტრენინგი.
აღსანიშნავია, რომ მას მეუღლე ჰყავს ქართველი, რომელიც საქართველოდან რამდენიმე ათეული წლის წინ წავიდა ინდოეთში და იქ მოღვაწეობდა სიცილის იოგას სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენი კონტაქტი შედგა. გარდა იმისა, რომ ის არის ფსიქოლოგი და აქვს ხარისხები, ის ამავდროულად გახლავთ ცნობილი ოშოს უშუალო მოსწავლე, ამიტომ ტრენინგი, რომელსაც ის ატარებს, არის თანამედროვე ფსიქოლოგიის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული, მაგრამ გაზავებული ინდური ფილოსოფიით. მისი ეს მოწოდების ფორმა და ხელწერა ძალიან საინტერესოა “, – განაცხადა ხათუნა მუზაშვილმა.

„ენ-ელ-პე“ (ნეირო ლინგვისტური პროგრამირება) – (ქოუჩინგ-სწავლება), რომელსაც ადამიანებს შორის ურთიერთობების ეკოლოგიასაც ეძახიან, არის მიმართულება, სადაც არ არის აუცილებელი, რომ იყო ფსიქოლოგი, იმისთვის, რომ „ენ- ელ- პე ქოუჩინგის“ სესია ჩაუტარო მეორე ადამიანს. ეს არის ის ელემენტარული ცოდნა, რომელიც ფაქტობრივად შედგება კითხვების დასმისგან. „ენ-ელ-პე ქოჩინგის“ ტრენინგის შემდეგ თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება, რომ საკუთარი თავი გააანალიზოს გვერდიდან და ცნობილი ფსიქოლოგების თვალით შეხედოს საკუთარ საქციელს, ეს იქნება პირად ცხოვრებაში, წარმატებაში თუ კომპანიის მართვაში.

ელემენტარული ცოდნა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, დაწყებული ბავშვიდან, რომელსაც გვინდა, რომ გაკვეთილი ვასწავლოთ კონფლიქტის გარეშე, დამთავრებული გუნდის მართვით.

HR-მა 500-კაციან კომპანიაში ყველას თავისი დავალება უნდა მისცეს ისე, რომ ყველამ გაიგოს, რას უნდა აკეთებდეს და საქმის კეთების დროს მოტივირებული იყოს. განზომილება არის ძალიან ვრცელი. ეს არის ფსიქოლოგიის ნაწილი, რომელიც არის სრულიად პრაქტიკული და პრაქტიკული გამოყენების. როგორც მუზაშვილი აცხადებს, ტრენინგის სახელწოდება „ენ- ელ- პე ქოუჩინგი“ უკვე არის განაცხადი, იმიტომ, რომ თუ ადამიანმა საერთოდ არ იცის, რა ტერმინია ეს და ვერ ერკვევა, ის საერთოდ არ დაინტერესდება ამით. არიან დამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან პიროვნული ზრდით – ადამიანებთან ურთიერთობის მენეჯერები, ასევე ფსიქოლოგები, მათ აუცილებლად იციან, ეს რა არის და, ძირითადად, ინტერესდებიან ისინი.

„ ვისაც მადიტა დისკჰუტის ტრენინგში მონაწილეობა სურს, ხათუნა მუზაშვილის ტრენინგის ცენტრს დაუკავშირდება და ჩაეწერება. (595 28- 18 -55) ტრენინგის დასრულების შემდეგ იქნება სერტიფიცირებული ტესტირება და ყოველი ტესტირების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც ჩამოგვივა ვაშინგტონიდან და რომელიც არის საერთაშორისო დონის ამერიკული სერტიფიკატი. სერტიფიკატს ვაშინგტონის „ენ -ელ- პე“ ასოციაცია გასცემს. სერტიფიკატში კი თითოეული ადამიანის სახელი და გვარი იქნება ჩაბეჭდილი და შეინახება ასოციაციის ბაზაში. 10- დღიანი ტრენინგის საფასური 1000 ლარია. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ყოფილიყო 1000 ლარი, ვინც ერკვევა , „ენ- ელ- პე“ ტრენინგებში გვითხრეს, რომ ეს არის ძალიან იაფი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მადიტა ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ ქმნის ძალიან ხარისხიან პროდუქტს, რასაც სთავაზობს ხოლმე მომხმარებელს“, – აღნიშნა ხათუნა მუზაშვილმა.

მუზაშვილმა „კვირასთან“ ოშოსა და მადიტა დისკჰუტის საინტერესო ურთიერთობაზეც ისაუბრა. „როგორც ვიცი, მადიტა ოშოსთან ძალიან საინტერესო ვითარებაში მოხვდა. ჯერ კიდევ ფაშისტური გერმანიის დროს, მადიტა გახლდათ ანტიფაშისტური დაჯგუფების ახალგაზრდული ფრთის წინამძღოლი. ამ შემთხვევაში მადიტა იდევნებოდა და მოხვდა მთებში, სადაც გაიცნო ოშო და ფაქტობრივად იქიდან ეზიარა ინდურ ფილოსოფიას. ოშოს წიგნები აქამდე არ იყო ცნობილი, საქართველოში მისი უკვე რამდენიმე წიგნი დაიბეჭდა. ადამიანები ეცნობიან მის ფილოსოფიას“, – დასძინა მუზაშვილმა.
მადიტა დისკჰუტი საქართველოს მიმდინარე წლის 2 ივლისს ესტუმრება. 3 ივლისს კი „ენ – ელ – პე ქოუჩინგი“ ტრენინგს ჩაატარებს. მადიტა თბილისში ორი კვირით დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები