ალეკო შალამბერიძე გარდაიცვალა

პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ალეკო შალამბერიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია „კვირას“ პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, შალამბერიძემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოპერაცია გაიკეთა. პოლიტიკოსს ოპერაციის შემდგომი პერიოდი გაურთულდა და გარდაიცალა.
ალეკო შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს; დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა, 1979 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში გაიარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1990 წლიდან იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ აღმასრულებელი მდივანი 2004 წლამდე. 1980-1990 წლებში მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1992 წლებში ვაკის რაიონისა და თბილისის საკრებულოს წევრი; 1991 წლიდან — პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში — თბილისის მერიის განყოფილების გამგე; 1997-1998 წლებში — ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; 1999-2008 წლებში — საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2009 წლებში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი, პუბლიცისტური წერილების ავტორი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე. ამჟამად არის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები