კახა კახიშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დასრულდა

21-28 ივნისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები ადამიანის უფლებების დაცვისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინსპექტირების საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს გამოცდილებას გაეცნენ.

ოფიციალური შეხვედრები გაიმართა გაერთიანებული სამეფოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის, დამოუკიდებელი მონიტორინგის საბჭოს სამდივნოსა და ფატალური ინციდენტებისა და საჩივრების გამოძიების გუნდის წარმომადგენლებთან. სამინისტროს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ედინბურგისა და ადიუელის მაღალი რისკის ციხეებსაც ეწვია. ვიზიტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა 2013 წლის ივლისში დაიწყო და მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები