მიკროავტობუსის მძღოლებს მუშაობა ორი კვირით აეკრძალათ

რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს მუშაობა ორი კვირით აეკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი“ ავრცელებს.

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი” ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს მიკროავტობუსების მონიტორინგს.

კომპანია 30 ივნისის მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს. “მარშრუტზე მუშაობისას დღის ცხელ პერიოდში კონდიციონერი არ ჩართეს N48 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა: გ. ქ.- მ და ფ. ჭ.-მ, N200 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა მ. ქ.-მ, N32 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ზ.ზ.-მ N171 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ბ.გ.-მ, N75-ის მძღოლმა უ. ბ.-მ, N7-ის მძღოლმა ზ. გ.-მ, N205-ის მძღოლებმა ვ. ჭ.-მ და ნ. ო.-მ, N156-ის მძღოლმა ტ. კ.-მ და N6-ის მძღოლმა ბ. ა.-მ.

აღნიშნულ მძღოლებს 2-2 კვირით აეკრძალებათ ხაზზე მუშაობა ა.წ. 2 ივლისიდან.

N51 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლი ა. ა. მარშრუტზე მუშაობის დროს ეწეოდა სიგარეტს, ამ დარღვევისათვის მას ერთი თვით 2 ივლისიდან აეკრძალება მუშაობა. N192 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა უნაბართვოდ გადაუხვია მარშრუტიდან. აღნიშნული დარღვევისათვის მას 10 დღით აეკრძალება მუშაობა“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები