ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის რაიონულ ცენტრ გოლამ ალი-ში გუბერნატორის რეზიდენციაში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 43-ე ბატალიონის უფროსმა და ბაგრამის გუბერნატორმა ოპერაციის რაიონში არსებული პრობლემატური საკითხები განიხილეს. ბაგრამის რაიონის ხელმძღვანელობამ, მოსახლოებასთან და ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან ქართული დანაყოფების ურთიერთობებიც შეაფასა.
შეხვედრის დროს გუბერნატორმა ქადუსმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და ბაგრამის რაიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა.
43-ე ბატალიონის მეთაურობა ოპერაციის რაიონში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ინტენსიურად თანამშრომლობს. ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეებს შორის პერიოდულად ხდება შეხვედრების ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები