პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მაღალმთიან აჭარაში

2-3-4 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლების ხუთკაციანი მობილური ჯგუფი მაღალმთიან აჭარას ესტუმრება. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ვასო გულეური,შოთა იათაშვილი, ინა არჩუაშვილი, ირმა ბერიძე, გია ბენიძე-მარსიანი.

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ზრუნავენ ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენაზე. პროექტში აქტიურად არის ჩართული საგამომცემლო სექტორიც. ეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები – მწერლები თავად გვევლინებიან გამავრცელებლების როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი პოპულარიზაციას უწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“. პროექტი ოთხ ეტაპად ხორციელდება; წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები