ზვიად სიჭინავა: სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, UEFA-სთან შეთანხმებით, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ს ნაცვლად სალაროებში გაიყიდება.
როგორც სიჭინავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევნაში” განაცხადა, ბილეთების ბეჭდვა ხვალიდან დაიწყება და სალაროებში გაყიდვა უახლოეს მომავალში მოხდება. ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, biletebi.ge-ს მიერ უკვე გაყიდული 2063 ბილეთი მყიდველს შეუნარჩუნდება.
“ის ბილეთები, რომლებიც უკვე გაიყიდა, რა თქმა უნდა, მყიდველებს შეუნარჩუნდებათ. მთელი დღის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა UEFA-სთან, სადაც ჩვენ ვითხოვდით biletebi.ge-სთან ურთიერთობის შეწყვეტას და მივიღეთ სიტყვიერი პასუხი. ამ პროცესიდან biletebi.ge გამოეთიშა. ეს არის უპრეცენდენტო, რომ პირველად ასეთ დიდ თამაშზე ბილეთები სალაროებიდან გაიყიდება, ამიტომ ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა, ვიდეოკონფერენცია სადაც იქნება განხილული, როგორ დავიცავთ ამას, როგორ მივაწვდით და რა სისტემით გავყიდით. რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ დავბეჭდოთ ეს ბილეთები და მივაწოდოთ გულშემატკივრებს”, – განაცხადა სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები